სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელი - განათლება სხვადასხვა ქვეყნებში.   

2. პროექტის იდეა -  მოსწავლეები გაეცნონ განათლებას სხვადასხვა ქვეყნებში და გააცნონ ისინი სხვებს.

3. პროექტის აქტუალობა - განუვითარდეთ ინტერნეტით  ინფორმაციის მოპოვების უნარი, შეეცდებიან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბუკლეტის შექმნას და რუსულ ენაზე მის წარმოდგენას.

4. პროექტის მიზანი - ინტერნეტში ეზიებენ ინფორმაციას, ახდენენ ინფორმაციის კლასიფიცირებას და ამზადებენ პრეზენტაციებს.

5. მონაწილეთა ასაკი - 14-15 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა - 7 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები ინტერნეტით  ეცნობიან ინფორმაციას რუსულ ენაზე, ან ქართულ ენაზე. მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნიან, რითაც იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. რუსულ ენაზე ქმნიან ბუკლეტებს. ამზადებენ პრეზენტაციებს. ამით იუმჯობესებენ წერით და კითხვით უნარ ჩვევებს.

8. პროექტისთვის საჭირო რესურსები -კომპიუტერი, ინტერნეტი, ფურცლები, ფოტოები და სხვა.

9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები.

აქტივობა .1. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ლიდერი უნაწილებს ჯგუფის წევრებს დავალებებს.

აქტივობა.2. ჯგუფებს ვაძლევ დავალებას  მოიძიონ ინფორმაცია - პირველმა ჯგუფმა უკრაინაზე, მეორე ჯგუფმა საქართველოზე, მესამემ რუსეთზე და შექმნან ბუკლეტები.

აქტივობა-3. მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ  განათლების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.

აქტივობა.4. მომზადებული ბუკლეტები ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე და გააკეთონ პრეზენტაციები რუსულ ენაზე.

აქტივობა.5. მოსწავლეები აფასებენ ეთმანეტის ნამუშევრებს. გამარჯვებულ ჯგუფს გამოავლენენ ერთობლივად. გამარჯვებული იქნება ის ჯგუფი, ვისაც მეტი ინფორმაცია ექნება მოძიებული და უკეთესად გაფორმებული და რომლის  ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში პრეზენტაციის დროს.

აქტივობა.6. მუშაობის პროცესსი მოსწავლეთა ცოდნა გაღრმავდება, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებენ რუსულად მეტყველების უნარს.

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი./

გეოგრაფია-ქართული -ხელოვნება-რუსული.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეები:
  • თანამშრომლობენ მასწავლებელთან და ერთმანეთთან, არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით არამედ ჯგუფებს შორისაც.
  • ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად.
  • გამოკვეთილია ლიდერის როლი.
  • მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და სწორად და კარგად წარმოგვიდგენენ თავის ნამუშევარს.


11. პროექტის ხელმძღვანელი: ციალა წეროძე.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: c.cerodze@gmail.com

No comments:

Post a Comment